საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინა

0
190

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 სხვადასხვა ობიექტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2,760 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს. აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო უფილტრო სიგარეტი „ასტრო სუპერი“ (1,980 ღერი),  „ქართული  N1“ (20 ღერი), „პრიმა ვესტა“ (700 ღერი) და „პრიმა ვეგა“ (60 ღერი) მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, განხორციელებული დათვალიერების პროცედურის შედეგად გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები გამორთულია