საშეღავათო სისტემა მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის

0
331

საშეღავათო სისტემა მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის – პროფკავშირები საკანონდებლო ინიციატივისთვის ხელმოწერების შეგროებას იწყებს. სპეციალური პრესკონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწვლობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარემ გამართეს.

განცხადება რომელიც ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა უცვლელად გთავაზობთ.

“ვინაიდან საქართველოს პრემიერ მინისტრმა არ გაიზიარა საქართველოს პროფკავშირების პოზიცია მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშეღავათო სისტემის შემუშავების თაობაზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, არნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. დარგობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, პროფკავშირები კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით ისარგლებლებენ და 30-ი ათასი ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებენ პროექტის ინიცირებისთვის. თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოწოდება არ აღმოჩნდა საკმარისი ინიციატივაზე მსჯელობის დასაწყებად, იმედს გამოვთქვამთ რომ ხელისუფლებაზე გავლენას იქონიებს ხალხის ერთსულოვანი ხმა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას აუცილებლად მიგვაჩნია უმოკლეს ვადებში შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების პაკეტის შემუშავება, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემს სამუშაო ადგილებზე დაზიანების შემთხვევაში, გრძელვადიანი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გარეშე მიიღონ მათი ჯანრთელობის აღდგენისა და რეაბლიტაციისთვის საჭირო კომპენსაცია სრული ოდენობით, შრომის უნარის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში დაენიშნოთ სარჩო სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სარჩო მიიღონ მარჩენალდაკარგულებმა დასაქმებულის ხელფასის ოდენობით;
  • მაღაროელების განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული შეღავათი შეეხება 4349 -მდე პირს, რომელთაგან ტყიბულის შახტებში დასაქმებულია- 1200 პირი ხოლო ჭიათურის მაღაროებში- 3140 პირი. მათი საშემოსავლო გადასახადი თვეში ჯამურად შეადგენს 594400 ლარს. ეს იქნება სოციალური პროექტი და არა ბიზნეს ინტერესებზე ორიენტირებული, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს;
  • მაღაროელებისათვის საპენსიო ასაკად 55 წლის განსაზღვრა;
  • ქმედითი შრომის ინსპექცის შექმნა, რომლის ადმინისტრირება და კონტროლი განხორციელდება ტრიპარტიზმის პრინციპზე დაყრდნობით დამსაქმებელთა, პროფკავშირებისა და მთვარობის მონაწილეობით. ასეთი მოდელი გამორიცხავს იმ მანკიერებებს (კორუფცია და სხვა), რომელიც ახასიათებდა 2006 წლამდე მოქმედ შრომის ინსპექციას.”

კომენტარები გამორთულია