სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგი მიმდინარეობს

0
877

აჭარაში, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შემოწმების შემდეგ სასტურმოებს კონკრეტული რეკომენდაციები მიეცა, რათა განსაზღვრულ ვადაში სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.
„ჩვენი სამსახური ყველა სასტუმროს შემოწმებას ახორციელებს. ყველა სასტუმრო შემოწმებულია და მათზე პირველი რეკომენდაციები გაიცა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მიცემულია გონივრული ვადები, რათა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გამოსწორდეს. ამ ვადებში თუ არ გამოასწორეს, ისინი დაჯარიმდებიან. ეს სავალდებულოა და მაქსიმალური სიმკაცრით გაკონტროლდება“, – ამბობს ზვიად ქაწაშვილი.

NO COMMENTS