ქვემო ქართლის გუბერნატორს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს

    0
    3027

    ქვემო ქართლის გუბერნატორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა კახა კობერიძემ დაიკავა.

    კახა კობერიძე დაიბადა 1965 წლის 31 იანვარს, ქ. რუსთავში.

    1982-1987 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

    1984-1987 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობით.

    1987 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის პროკურატურის სტაჟიორად.

    1987 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა ქ. რუსთავის პროკურატურაში სტაჟიორად პროკურორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწედ.

    1989-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე.

    1990-1993 წლებში მუშაობდა ბოგდანოვსკის (შემდგომში ნინოწმინდის) რაიონის პროკურორად.

    1993-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ამავე სამმართველოს უფროსად.

    2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

    2004-2008 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

    2001 წლის 29 მაისს მიენიჭა იუტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.

    დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით.

    უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავლილი აქვს სწავლების მოკლევადიანი კურსები.

    2002 წლის 29 მაისს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

    2003 წლის 26 ივლისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

    საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 დეკემბრის #872 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

    როგორც ცნობილია, ბოლო წლებში კობერიძე კერძო იურიდიულ სამიანობას ეწეოდა.

    კახა კობერიძე, გრიგოლ ნემსაძის მესამე მოადგილეა, ორი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი მოვალეობას რამდენიმე დღეა ასრულებენ.

     

    კომენტარები გამორთულია