რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების” კანდიდატები

0
572

კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ცნობილი არ არის, თუმცა დრო განსაზღვრულია. შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველობა უნდა აირჩიოს. რა ხდება მმართველ პარტიაში და არის თუ არა, ჩართული პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე წინასაარჩევნო კონსულტაციებში, დეპუტატმა გაზეთ „ტელეგრაფთან” ინტერვიუში ისაუბრა.

– რამდენად იქნებით ჩართული შიდაპარტიულ შერჩევებში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან როგორც სიით შემადგენლობაში, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები?

– მე მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი პოზიცია და მიდგომა ამ მიმართულებით. ვფიქრობ რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ რუსთავის მკვიდრნი, აქ დაბადებულნი და გაზრდილნი, მარტო კონპეტენცია არ კმარა იმისთის, რომ იგრძნო ადგილობრივი რეალობა, ასევე წესიერება, კომპეტენცია და ქვეყნისა და ქალაქის სიყვარილი, ეს უნდა იყოს უპირობო მათ ხასიათში.

– ეს უნდა იყოს პარტიული აქტივი თუ ცნობილი სახეები, როგორც არის ხოლმე, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები და ასე შემდეგ?

– მე ვარ ქართული ოცნების წევრი და ბუნებრივია ამ პროცესებში ჩართული ვარ და ჩვენს ირგვლივ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ერთნაირი ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების და წარმატების. ყველა ადამიანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, სპორტსმენი და ხელოვანი არ უნდა მოვაცდინოთ, მათ თავისი საქმე უნდა აკეთონ.

– ქალაქის მერის კანდიდატურა თუ არის გამოკევეთილი?

– ქალაქის მერის კანდიდატი არ არის გამოკვეთილი.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 29.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია