მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

0
739

5 – 6 ივნისს მაღალი ტემპერატური ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება. 7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.

კომენტარები გამორთულია