ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

0
528

ორგანული კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც განიხილა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრინციპების დონეზე და ცნო მიღებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა შესაბამისი ცვლილებების პროექტებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი და საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწის, მასში არსებული ხარვეზების გამოსწორების, საარჩევნო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ეფექტიანად გამოყენების და აგრეთვე, ზოგიერთი ნორმის დაზუსტების საჭიროებიდან გამომდინარე მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი (შემდგომში
– პროექტი).

პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას. ცვლილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრების დანიშვნა დაკავშირებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან, ნაცვლად პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებასთან. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სტაბილური ინსიტუტის შემდგომი განვითარების და ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

პროექტიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაწილში არსებული ცვლილების ძალაში შესვლის დროდ განისაზღვრა – 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის ცესკოს მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან მეორე დღე – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

იხილეთ კანონპროექტი

კომენტარები გამორთულია