ზაალ უდუმაშვილმა მერობის კანიდიდატობის შეთავაზება დაადასტურა

0
583

„ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება კენჭი ვიყარო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევიდან დაბრუნებისას.

უდუმაშვილის თქმით უკრაინაში შეხვედრები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერის პოსტზე „ქართული ოცნება” კახა კალაძეს, „ევროპული საქართველო„ კი ელენე ხოშტარიას წარადგენს.

კომენტარები გამორთულია