მოსწავლეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ

0
336

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა. გუბერნატორმა მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. შეხვედრა დახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, მოსწავლეებმა გუბერნატორთან არჩეულ პროფესიებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, რეგიონის პირველმა პირებმა მათ წარმატებები უსურვეს და ექსკურსიაზე დაპატიჟეს. წარჩინებული კურსდამთავრებულები დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვევიან.

კომენტარები გამორთულია