ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
515

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება საპატრულო პოლიციის როტაციის ფარგლებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილებები, რის საფუძველზეც აჭარის პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსად.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაინიშნება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად, უწყების ცნობით, აღნიშნული დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.  არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კახა ბუხრაძეს რუსთავის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე შეცვლის.

წყარო: ipn.ge

კომენტარები გამორთულია