ოჯახში ძალადობის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0
167

2017 წლის 5 ივნისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის ორი წინადადება შემოვიდა, რომელზეც პროკურატურის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტროს  შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დაიწყო გამოძიება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე ე.თ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ.ქ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები გამორთულია