ქვეითად მყოფ პატრულის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

0
276

ავტომობილი, რომელსაც მართვი მოწმობის გარეშე მართავდა მოქალაქე, ჯერ საპატრულო პოლიიციის 2 მანქანას, შემდეგ კი ქვეითად მყოფ სამართალდამცველს დაეჯახა. ქვეითი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.

კომენტარები გამორთულია