პირველი ლედი ბოლნისში

0
302

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტეს ესტუმრა.  პროექტი, რომელიც პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას.

პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში, შეხვედრები უკვე გაიმართა წნორში, ოზურგეთში, ხელვაჩაურსა და საჩხერეში. პირველი ლედი კი ამჯერად  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დღის ცენტრ “განთიადს” ესტუმრა. მაკა ჩიჩუა მშობლებს და ცენტრის ნებეფიიარებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრას ქვემო ქართლის გუბენრნატორი გრიგოლ ნემსაძე და ბოლნისის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრები პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა.

კომენტარები გამორთულია