ტბაში დაღუპული 9 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

0
451

რუსთავში, ტბაში დაღუპული 9 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახური ცხედარს ორი საათის განმავლობაში ეძებდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა, ბავშვს საციცოხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ხიდთან არსებულ ტბაში, 9 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფომრაცით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც “ტელეგრაფისთვის” გახდა ცნობილი, დაღუპული მეგობრეთან ერთად ტბაზე საბანაოდ იმყოფებოდა.

როგორც “ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლველობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია