მარნეულში რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს

0
190

9 ივნისს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დიალოგის რეჟიმში განიხილეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

კომენტარები გამორთულია