მეორე სკოლასთან დამცავი ბარიერი მოეწყობა

0
248

ქალაქ რუსთავში #2 საჯარო სკოლის მიმდებარედ ტროტუარის დამცავი ბარიერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 18 408 ლარა განსაზღვრული. წინადადებების მიღება 25 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

კომენტარები გამორთულია