შსო-ს კონფერენცია ჟენევაში

0
536

საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია მონაწილეობს შრომის საერაშორისო კონცერენციაში, (რომელიც წარმოადგენს შრომის საეთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს, მმართველ ორგანოს), რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისში იმართება.

ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა შრომის საერთასორისო ორგანიზაციის (ILO ACTRAV)-ის ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სერგიუს გლოვასკასთან. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გლოვაცკასს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში შრომით სფეროში შექმნილი მდგომარეობის, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა არსებული სტატისტიკის შესახებ, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების და შრომითი უფლებების დარღვევების ფაქტებზე.

გაიმართა შეხვედრა შსოს ევროპისა და აზიის ბიუროს დირექტორთან ჰანც კიოლერთანაც.  კიოლერი გაეცნო საქართველოს პროფკავშირების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მიიღო ინფორმაცია საქართველოს ფოსტაში, საქართველოს რკინიგზაში, რუსთავის აზოტში, კაზრეთში და სხვა საწარმოებში არსებულ მდგომარეობაზე, ასოცირების თავისუფლების შეზღუდვის და პროფკავშირული საქმიანობის და პროფკავშირული ორგანიზაციების წევრების დევნის ფაქტების შესახებ.

დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მიგრაციის , ღირსეული შრომის, უნივერსალური პრინციპების გამოყენების, დასაქმების და შრომით საკითხთა კომიტეტების მუშაობაში. აგრეთვე მომაწილეობა მიიღო ინდივიდუალური ქვეყნების საკითხთა პანელზე, კერძოდ ყაზახეთის პროფესიული გაერთიანებების დევნის და მათი ხელმძღვანელობის უსაფუძვლო დაპატიმრების ფაქტებისადმი მიძღვნილ განხილვაში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი პეტრიაშვილის სამუშაო შეხვედრა აშშ- ს სოლიდარობის ცენტრის (Solidarity Center) დირექტორთან შ. ბადერ-ბლაუსთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსექტივები და სამომავლო პარტნიორობის პოტენციური მიმართულებები.

პროფკავშირების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შრომის საერთაშორისო კონფერენციის 106 სესიაში, რომელიც გაერთიენებული ერების ორგანიზაციის, ევროპის მთავარი ოფისის საკონფერენციო დარბაზი გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგენენ ინფორმაციას კონვენციების და რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის ეფექტურობის შესახებ.
განსახილველ საკითხებს შორის იყო:
– შრომით მიგრაცია (დისკუსია),
– დასაქმება და ღირსეული შრომა
მშვიდობისათვის,
– სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური
პრინციპების და უფლებების
სტრატეგიული მიზანი სამართლიანი
გლობალიზაციისათვის, სოციალურ
სამართლიანობაზე შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის
დეკლარაციის ფარგლებში.

NO COMMENTS