„ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

0
193

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი თავისუფალია. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა.

მოსამართლის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

კომენტარები გამორთულია