ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი

0
126

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოში, მოქალაქე ა.ო-მ, ღია წესით დაწვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები, სხვადასხვა სახის ელასტომერული მასალები.

შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. ჯარიმა განესაზღვრა 500 ლარის ოდენობით.

კომენტარები გამორთულია