რუსთავის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია

0
950

4 მაისს, არჩევიდან ორ კვირაში, რუსთავის თეატრის არჩეულმა სამხატრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ თანამდებობა დატოვა. ვინაიდან რუსთავის თვითმართველობის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა გარკვეულ დეტალებზე, რომლებზე საუბარიც მსახიობა არ ისურვა.

მომხდართან დაკავშრებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსთავის მერიამ, სადაც ეწერა, რომ  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებდა.

ნანუკა ხუსკივაძის გადადგომიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადებულა.
 

NO COMMENTS