რუსთავში აივნებისა და ლოჯების რეაბილიტაცია მოხდება

0
2220

ავარიული აივნისა და ლოჯების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდება:

  • ფალიაშვილის ქუჩა #4-22 ავარიული ლოჯის რეაბილიტაცია
  • მეგობრობის გამზირი #10 ავარიული აივნის რეაბილიტაცია
  • ფალიაშვილის ქუჩა #3-97 ავარიული ლოჯის რეაბილიტაცია
  • კონსტიტუციის ქუჩა #24-40 ავარიული ლოჯის რეაბილიტაცია

რუსთავის მერიამ ტენდერი, აღნიშნული სამუშაოებისთვის 9 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება თანხას, რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 701 (დღგ-ს გარეშე) ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე აქვს განსაზღვრული.

 

კომენტარები გამორთულია