სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

0
164

25 მაისიდან – 5 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო საავტომობილო“, „სადახლო – სარკინიგზო“ და ,,ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (109 აბი) და ფსიქოტროპული (100 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (1.14 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები გამორთულია