სინოპტიკოსები უახლოესი 7 დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

0
1284

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ჭითანავას განცხადებით, უახლოესი 6-7 დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია ამინდის გამწვავება. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, ზოგან სეტყვა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

უხვი ნალექებისგან ადიდებულ მდინარეებზე კვლავ დონის აწევაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით საყურადღებოა პატარა მდინარეები და მშრალი ხევები.

კომენტარები გამორთულია