„შარვლის მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი”

0
737

მართლაც ჩამიდეს ნარკოტიკი, – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილმა დაკავების დეტალები გაიხსენა.

“მართლაც ჩამიდეს ნარკოტიკი. ჭიშკრიდან გამოვედი მომიახლოვდა ორი ადამიანი მკითხეს ვინ ვიყავი. დაიწყეს ხელების გრეხვა. ამ დროს ჩემი შარვლის მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი. ჩამსვეს მანქანაში, ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ეს ნარკოტიკიც ამოიღეს. ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე იმ რწმენით, თითქოს ეს იყო ყველაზე ადვილი გზა, რომ შეემსუბუქებინათ ჩემი მდგომარეობა და ლმობიერები ყოფილიყვნენ. მანქანაში მითხრეს, რომ ეს კლიპის გამო მოხდა. ვხდებოდი, რაში იყო საქმე. ვმუშაობ “მაესტროში” ზამთრის შემდეგ . დილის “მაესტროში” იყო ჩემი რუბრიკა და ახლა ვემზადები ინტერნეტ-გადაცემისათვის. შემდეგი კვირიდან უნდა გასულიყო ეთერში”, – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

მოსამართლის კითხვაზე, აქვს თუ არა საზღვრის კვეთები მან უპასუხა, რომ აქვს საკმაოდ ბევრი.

“ბევრი საზღვრის კვეთა მაქვს, ბუნებრივია, კანონთან პრობლემა არ მქონია. ყველა იყო მოკლევადიანი ვიზიტი”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

წყარო:1tv.ge

NO COMMENTS