შსს სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტს იძიებს

0
447

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში, სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამოძიება დაიწყო. საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეისბუკში ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, სკოლის ერთი მოსწავლე როგორ უსწორდება მეორეს ფიზიკურად.

განათლების სამინისტროში ინფორმაციით, ამ სკოლაში მანდატურები არ მუშაობენ. თუმცა, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე სკოლაში აქტიურად მუშაობენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები.

“დადგენილია სკოლაც და კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების ვინაობაც, მათ შორის, იმ პირის, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა. სკოლაში უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი სკოლის დირექციაა, საკითხის შესწავლის შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები,” – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

წყარო: on.ge

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY