რამდენი თავისუფალი ადგილია დარჩენილი რუსთავის ბაღებში

0
312

რუსთავის ბაგა-ბაღებში 2017-18 სასწავლო წლისათვის 2-3 და 3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების ელექტრონული რეგისტრაცია 16 ივნისს იწარმოებს, საიტზე rustavikids.ge.
12:00 საათზე დაიწყება 2-3 წლის ასაკის რეგისტრაცია. (დაბადებული 16.09.2014 წ-დან – 15.09.2015 წლის ჩათვლით)
13:00 საათზე დაიწყება 3-4 წლის ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია (დაბადებული 16.09.2013 წ-დან – 15.09.2014 წლის ჩათვლით)

რეგისტრაციის გარეშე ბაღებში ჩაირიცხნენ:
1. მრავალშვილიანი (4 და მეტი ბავშვი) ოჯახის შვილები.
2. მეოთხე შვილზე ორსული დედის შვილები
3. ობოლი ბავშვები
აღნიშნული კატეგორიის აღსაზრდელთა საბუთების მიღება დღეს დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა დარჩენილი ვაკანტური ადგილების ცხრილი. 

რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის ჭყონდიდელის (ე.წ ინტერნატების დასახლებაში) რეგისტრირებული პრებისთვის. მათთვის საბუთების მიღება იწარმოებს N41-ე ფილიალში 19 ივნისიდან.

კომენტარები გამორთულია