საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა პირის დაჯარიმებას გამოიწვევს

0
120

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსს ემატება მუხლი, რომლის გათვალისწინებით საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500-500 ლარის ოდენობით.

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიული კვოტით წევრების შეყვანის წესის შეცვლაა. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში პატრიის მიერ წარმომადგენლის ყოლა საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნულ წესს ოპოზიცია აპროტესტებს. მათი შეფასებით, საარჩევნო კოდექსით შემოთავაზებული ფორმულა მმართველ პარტიას აძლევს შესაძლებლობას ცესკოში ერთი წევრის ნაცვლად, რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდეს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY