სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

0
76

7 – 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 299.12 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,479.7 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 23,479.7 ლარის ოდენობით შეეფარდათ. არადეკლარირებული საქონლის, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 9 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. საქონლის (128.24. გრამი) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 6,414.35 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,414.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY