როგორ ჩაიარა ბაღებში რეგისტრაციის პროცესმა

0
841

რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. როგორც „ტელეგრაფს” ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, რეგისტრაციის პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა. „მადლობებიც კი მოგვიხადეს, ასეთი რეგისტრაცია არასდროს ყოფილაო” – ამბობს ხუციშვილი.

ამ ეტაპზე ბავშვებს მხოლოდ რიგითობის ნომრები აქვთ მინიჭებული. ვინ მოხვდა ბაღში და ვინ სარეზერვო სიაში, ამის შემოწმება ხვალ დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, 2-3 წლიანთა ჯგუფებში 723, ხოლო 3-4 წლიანთა ჯგუფებში 532 ადგილია ვაკანტური.

 

NO COMMENTS