რუსთაველებმა კინოთეატრის გახსნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

0
1884

„ქ.რუსთავში 2016 წელს, ძველი კინოთეატრ ,,რუსთაველის” ადგილას გაიხსნა ტოტალიზატორი. ეს კინოთეატრი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილი ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამ კინოთეატრში დაყავდათ სკოლის მოსწავლეები და აჩვენებდნენ სხვადასხვა სპექტაკლებს , ხოლო მისი დახურვის შემდეგ ქ.რუსთავის მცირეწლოვან მოსწავლეებს წასასვლელი არსად დარჩათ.
კინოთეატრის უკანა ნაწილში გაჩნდა მცირე ხანძარი, რამაც გამოიწვია კინოთეატრის დახურვა. კინოთეატრის ადგილას გაიხსნა პარტია ,,ქართული ოცნების” ოფისი . აჩევნების დამთავრების შემდეგ კი ძველი კონოთეატრის შენობაში გაიხსნა ,,leader-bet-ის” ტოტალიზატორი . პარალელურად კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა საპროტესტო აქცია ,თუმცა ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და მაინც გაიხსნა ტოტალიზატორი. ხალხის სიმცირისდა გამო კომპანია ,,leaderbet-მა ” დაკეტა ტოტალიზატორი და იმის მაგივრად რომ დაბრუნებულიყო კინოთეატრი გაიხსნა კიდევ სხვა ტოტალიზატორი.

საფრთხეები რაც კინოთეატრის ქალაქში არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს

1) ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს კინოს საყურებლად უწევთ სხვა ქალაქში ( თბილისში) ჩასვლა. ტრანსპორტით მოძრაობა დამატებით საფრთხეს ჰქმნის განსაკუთრებით ახალგაზრდებში .

2) დაბალკლასელებში ხდება კულტურის გაცნობის შემცირება.

3)ქალაქსი ზედმეტად ბევრი ტოტალიზატორების გაჩენა საფრთხეს უქმნის მრავალ ოჯახს დანგრევისკენ და მცირეასაკოვანებს მიდრეკილებისკენ.

რუსთავის მოსახლეობა  მოვითხოვთ, გაიხსნას კინოთეატრი რუსთვში, რომ იყოს ახალგაზრდებისთვის გართობის და დროის გაყვანის ერთერთი საუკეთესო საშუალება!” – წერია პეტიციაში, რომელსაც უცველად გთავაზობთ.

https://manifest.ge/main/item/1548

კომენტარები გამორთულია