მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის

0
378

მსოფლიოში აღიარებული კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის. მისი სტუმრობის  ორგანიზებას მსახიობი ედმონდ მინაშვილი გაუწევს. მან მონიკა ბელუჩი კანში გაიცნო.

ინფორმაციას OK! ავრცელებს, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად ედმონდს დაუკავშირდა:

ედმონდ მინაშვილი: “მსახიობი ნამდვილად ჩამოდის 19 სექტემბერს საქართველოში. ამჟამად ვადგენთ პროექტს, თუ რა პროექტის ფარგლებში გვეწვევა და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბელუჩის განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს, ის დაცვასთან და დამხმარეებთან ერთად ჩამოვა თბილისში.”

წყარო

კომენტარები გამორთულია