ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან

0
253

თურქული მედიის ცნობით, გუშინ თურქეთმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი დაკავებული ქალია.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

კომენტარები გამორთულია