ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

0
251

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.

”კანონის შესაბამისად ჩატარდა კომისიის სხდომა. მრავალი კანდიდატიდან შეირჩა სამი საუკეთესო კანდიდატი. შერჩეული სამი კანდიდატიდან კომისიამ აირჩია კობა კობიძე, რომელიც დღესვე იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრთან და იგი დანიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს”, – განაცხადა გომელაურმა.

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. კობა კობიძე სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები გამორთულია