წალკის წყალსაცავიდან, 1000 მეტრი, სხვადასხვა გასაშლელი სახლართი ტიპის ბადეები ამოიღეს

0
413

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

წალკის წყალსაცავიდან, საერთო სიგრძით დაახლოებით 1000 მეტრი, სხვადასხვა გასაშლელი სახლართი ტიპის ბადეები ამოიღეს. ბადეებში დაახლოებით 60 კგ. თევზი იყო გაბმული, რომელიც საბინადრო გარემოში დააბრუნეს.

ამოღებული ბადეები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შსს წალკის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნა.

კომენტარები გამორთულია