„მილანში ვერაფრით გააოცებ შენი ვიზუალით, იქ ბევრია შენნაირი”

0
2613

ბოლნისელი გიგა ლაზარეშვილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, “D&G”-ს ყურადღების ცენტრში მოექცა. გიგა “D&G”-ს ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მოდელი სოციალურ ქსელში წერს.

“მიკვირს ჩვენი ქართველი ხალხის ძალიან! ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა უარყოფითის, რატო არ ვაფასებთ ერთმანეთს! ძალიან მეზარება ვრცლად დავწერო რამე… ერთ შეხვედრას გავიხსენებ ვისაც დახმარება ვთხოვე მილანში მოვხვედრილიყავი და ასე მითხრა : მილანში ვერაფრით გააოცებ შენი ვიზუალით, იქ ბევრია შენნაირი- კარგად მახსოვს ეგ საუბარი თუმცა იმედი არ გადამიწურია. მოკლედ მე ჩემით მოვახერხე ყველაფერი და მოვხვდი D&G ყურადღების ცენტრში! თუ ვინმეს რამე არ სჯერა ძალიან არ მაინტერესებს… ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი შესაძლებლობებით.  მე ნოემბერში გამოვდივარ D&G ჩვენებაზე, შეხვედრამ ძალიან წარმატებით ჩაიარა, უფრო მეტიც გუშინდელ ივენთზე მე კარგად ვჩანდი. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მარში მიდგას”-წერს მოდელი.

გიგა 1991 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ბოლნისში დაიბადა, დაამთავრა #1 საჯარო სკოლა და სწავლა სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე გააგრძელა.

„მისტერ შარმი“, „მისტერ ტელეგენურობა“, „მისტერ სპორტული“, „მისტერ ინტერნეტი“, „მისტერ ინტელექტი“ და ემიგრანტების რჩეული – ეს იმ ნომინაციების ჩამონათვალია, ორი წლის წინ 14 თებერვალს „მისტერ ვალენტინზე“ მიიღო. გარდა ამისა გიგა რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახეა, გადაღებულია ვიდეორგოლებში და აქტიური სამოდელო კარიერის პარალელურად ხატავს.

კომენტარები გამორთულია