რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა

0
25030

რუსთავში, კლინიკა „რუსთავში” დღეს დილით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ამ წუთებში კლინიკაში ადმინისტრაცია, ექიმები და სამართალდამცავები არიან შეკრებილები. ჯერ-ჯერობით გარდაცვლილი ექსპერტიზაზე არა რის გადასვენებული.

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება ახალშობილს მისი გადარჩენა მოხერხდა.

გარდაცვლილი, 28 წლის სტომატოლოგი მაკა ბუწაშვილია. ის რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გალობდა.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY