რუსთავში საპროტესტო აქცია – „დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება

0
606

ორშაბათშს რუსთავში  საპროტესტო აქცია – „დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრები“ არის.

აქციის ორგანიზატორები 60 წლამდე ასაკის მამკაცის დასჯას ითხოვენ, რომელმაც, მათი მტკიცებით, ჭყონდიდელის დასახლებაში ძაღლი სასტიკად აწამა. ძაღლი მოგვიანებით მოკვდა.

„პარასკევს (18.06.2017), 60 წლის კაცმა ლურსმნიანი ჯოხით სადისტურად მოკლა ძაღლი.. შევიტანეთ საჩივარი, მეზობლებიც ადასტურებენ ამ ფაქტს. მათი განცხადებით ძაღლი იყო წყნარი, არავის არაფერს არ უშავებდა. ერთადერთი რასაც აშავებდა ის იყო, რომ ამ კაცს არ უყვარდა ძაღლები.. დაიბარეს ეს კაცი, დაკითხეს და გამოუშვეს.. შემდეგ დაუარა მეზობლებს და დაემუქრა.. ეს მერამდენე ფაქტია უკვე და არანაირი რეაგირება არ ხდება. ყველაზე კომიკური ისაა, რომ ეს არაკაცი თავის დანაშაულს ვერ ხვდება, მომღიმარი სახით იჯდა დაკითხვაზე. სირცხვილია ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი, როდესაც ესეთი არაადამიანური და სადისტური ფაქტები ხდება, დამნაშავეები კიდე დაუსჯელები რჩებიან.. ამიტომ, ორშაბათს ვიკრიბებით ქ.რუსთავის პროკურატურასთან, 12 სთ-ზე.. ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს ყველამ, რომ ცხოველებსაც აქვთ უფლებები და ასეთი სისასტიკისთვის დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს!!! დღეს ძაღლი მოკლა, ხვალ კიდე ადამიანს ავნებს რამეს!!!” – ნათქვამია ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების“ განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია