ბერი ნიკოლოზი მრევლთან ერთად – მარიამ ჭილაიას ფოტოობიექტივში

0
1044

ფოტოები დღეს საღამოს ვაგზლის მოედანზეა გადაღებული, ბერი ნიკოლოზი მრევლთან ერთად დადიოდა და გალობდა.

ამ დრომდე გამრეკელის ქუჩაზე სადაც ბერი ცხოვრობს ხალხმრავლობაა, მრევლი ბერი ნიკოლოზის სახლიდან გამოსახლებას ეწინააღმდეგება.

როგორც ისინი ამბობენ, ბერი ნიკოლოზი აღნიშნულ სახლში მეპატრონის თხოვნით ცხოვრობდა, ახლა კი გაურკვეველი მიზეზების გამო ის გამოსახლებას ითხოვს.

მრევლი და ადგილზე შეკრებილი სასულიერო პირები ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებენ და ითხოვენ, რომ ბერი შეუშვან იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობს.

ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა.

კომენტარები გამორთულია