”ჯეოსელი” აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მიიღონ მონაწილეობა

0
491

კომპანია ”ჯეოსელი” აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს 21, 22, 23 და 25 ივნისს ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებენ, პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, ვინც დარეგისტრირებულია „ვიცი – VICI“- ში და არის ჯეოსელის აბონენტი, ხოლო ტესტირებაში მონაწილეობა უფასოა.

ტესტირება გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ორ სესიად, ტესტირებაზე გამოცხადების თარიღსა და დროს აირჩევთ რეგისტრაციისას.

”მსურველებმა რეგისტრაცია ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდისათვის viciapp.ge -ზე 23 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ.

აპლიკაცია VICI არის ინოვაციური ლოიალურობის პლატფორმა ჯეოსელისგან, რომლის მიზანია წაახალისოს სტუდენტები და აბიტურიენტები, გაზარდოს მათი სწავლის მოტივაცია სპეციალურად მათზე მორგებული ბონუს სისტემის საფუძველზე”, – განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. გამოცდებისათვის 41 000 – ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები გამორთულია