როგორ ახასიათებენ კლასელები და მასწავლებლები დავით ნარმანიას ცოლს

    0
    3441

    ყურადღების ცენტრში 2 წლის წინ, 26 მაისს, სამოსის ფერის გამო მოექცა, რამდენიმე დღე ირჩეოდა თემა მის სადღესასწაულო ლუქზე. მას მერე, თითქმის ყოველ გამოჩენაზე აკვირდებიან რა აცვია, დაეხვეწა თუ არა გემოვნება, ვინ აცმევს, სად იკერავს, სად ყიდულობს და ასე შემდეგ – გასაკვირი არც არის, ის ხომ თბილისის პირველი ლედია. ამჯერად კი, ყურადღებას მის წარმოშობაზე გავამახვილებთ. ბევრმა არც კი იცის, რომ თიკა რუსთაველია და რუსთავის ივანე ჯავახიშილის სახელობის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

    „ტელეგრაფი” თიკა თინიკაშვილის მასწავლებლებსა და თანატოლებს ესაუბრა.

    „ძალიან კარგი მოსწავლე, ჭკვიანი და მოწესრიგებული გოგო იყო, გამოირჩეოდა ყოფაქცევით, პასუხისმგებლობით” – ასე ახასიათებენ პედაგოგები თიკას.

    „ძალიან მოწესრიგებული, მშრომელი, ხუთოსანი გოგო, სანიმუშო ყოფაქცევით და აკადემიური მოსწრებოთ. მამა ჰყავდა ძალიან ჩართული, დედა მუშაობდა მეტს და მამას დაყავდა სკოლაშიც და ყველგან, სადაც უფროსის გაყოლა იყო საჭირო, პატიოსანი ხალხი და ოჯახია”. – ამბობს თიკას კლასელი.

    თიკამ მომავალი მეუღლე უნივერისტეტში სწავლისას გაიცნო, ლექტორისა და სტუდენტის სიყვარულის ამბავი სწავლის დასრულების შემდეგ, ტრადიციული ნიშნობითა და ქორწილით დასრულდა.  

     

    კომენტარები გამორთულია