2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

0
528
2017 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება.
დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლებს.
დოკუმენტების გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.

კომენტარები გამორთულია