ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“ საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული

0
372

ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“ საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული.

რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია შესული. ფილმში გრაფიკული გამოსახულება რამდენჯერმე ჩნდება, ერთ-ერთ კადრში სახელმწიფოების დასახელებებს შორის აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთიც არის.

„საზოგადოებრივი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ფაქტზე ჯერ ინფორმაცია არ გააჩნიათ და დეტალების გარკვევას შეეცდებიან.

რუსეთის პრეზიდენტზე ფილმს ოლივერ სტოუნი 2 წლის განმავლობაში იღებდა. ამერიკელმა რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა. ფილმის პრემიერა 12 ივნისს გაიმართა და ის 4 ნაწილისგან შედგება.

სტოუნის მორიგი ნამუშევარი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ რეჟისორი ცდილობს პუტინი პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

„პუტინზე ძალიან ბევრს უთქვამს ცუდი. მას შეურაცხყოფენ და ცუდად ექცევიან. უსამართლოდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ პრესასა და მედიაში, თუმცა ის არ ბრაზდება ამაზე”, – თქვა ერთერთ სატელევიზიო შოუში მიწვეულმა სტოუნმა.

წყარო:1tv.ge

კომენტარები გამორთულია