სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის 12-18 ივნისის შედეგები გამოაქვეყნა

    0
    315

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 258 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 68 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 24 ბიზნესოპერატორთან.
    დოკუმენტურად შემოწმდა 232 ობიექტი, მათ შორის 56 ბიზნესოპერატორი თბილისში (დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას).
    შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო 83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 28 ბიზნესოპერატორს.

    მათშორისაა 6 ბიზნესოპერატორი ქვემო ქართლიდან, რომელთაგან ხუთს ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ერთს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება. კონტროლის ფარგლებში მოწმდება მარკეტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები,სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.

    კომენტარები გამორთულია