კრემის დისპენსერის აფეთქებამ ფრანგი ფიტნეს-ბლოგერი იმსხვერპლა

0
684

საფრანგეთში ცნობილი ბლოგერი, რომელიც ფიტნესსა და ცხოვრების წესზე თავის რჩევებს ასობით ათას ფანს უზიარებდა, თავის მოვლის კრემის დისპენსერის აფეთქებით დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 რებეკა ბურგერის სიკვდილზე მის ოჯახმა პირველად ფეისბუკზე დაწერა და მას “საყოფაცხოვრებო უბედური შემთხვევა” უწოდა.

ოჯახმა მოგვიანებით გაფრთხილება რებეკას ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ დისპენსერის აფეთქების შედეგ, გასახსნელი რებეკას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
ფრანგული მედიის ცნობით, ბლოგერმა დაშავების შედეგად გულის შეტევა მიიღო და მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, ის ვეღარ გადარჩა.
რებეკა საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი იყო. მას ფეისბუკზე 56 000, ხოლო ინსტაგრამზე 160 ათასი გამომწერი ჰყავდა.
აღნიშნული დისპენსერი წარმოადგენს მეტალის ჭურჭელს, რომელშიც კრემი გაზთან ერთად მაღალი წნევითაა ჩატუმბული. აღნიშნული პროდუქცია საფრთხის გამო წარმოებიდან ამოიღეს, თუმცა, ბაზარზე გაყიდული 160 ათასი ეგზემპლარიდან მომხმარებლებმა მხოლოდ 25 ათასი დააბრუნეს.
წყარო: on.ge

კომენტარები გამორთულია