საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე, სდსს-ის ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მარიამ საჯაიასთვის 3 ათას ლარიანი სამკაული შეიძინეს

0
491

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე ერთ-ერთმა მოწმემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მალხაზ შარიაშვილმა დაადასტურა, რომ მარიამ საჯაიასთვის შეძენილი 3 ათას ლარიანი სამკაული ადრესატს გადასცა.


საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. 

ბრალდების მოწმეები აცხადებენ, რომ მათ მიერ ხდებოდა ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვა გასაიდუმლოებულად, „რათა არ გამხდარიყო ცნობილი, თუ ვინ იყო სტუმარი“. 

ასევე, პროცესზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სდსს-მა ძვირადღირებული საჩუქრები იყიდა უკრაინელი მომღერლის, ივანა მელაისთვისაც. 

ამასთან, პროკურატურამ დაცვის თანამშრომლების მიერ შედგენილი პატაკები წარმოადგინა, სადაც რამდენიმე ათეული ათასი საჩუქრის შეძენაზე იყო საუბარი. ბრალდების მხარის მოწმეებმა აღნიშნული პატაკების ნამდვილობა დაადასტურეს.

კომენტარები გამორთულია