აკვაპარკში წყალში დენის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

0
993

თურქეთში,  საქარიას პროვინციაში, აკვაპარკში წყალში დენის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 3 ბავშვი და 2 მოზარდი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დენის დარტყმის მომენტში სამი მცირეწლოვანის გადარჩენას აკვაპარკის მენეჯერი და მისი ვაჟი შეეცადნენ, თუმცა, ისინიც ადგილზე დაიღუპნენ.

BBC-ის ცნობით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები გამორთულია