მთის განვითარების ფონდიდან წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდება

0
314

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მთის განვითარების ფონდიდან ქვემო ქართლის რეგიონში კერძოს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაცია, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი ესწრებოდა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კი დაფინანსების ფარგლებში თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა.

„მთის განვათარების ფონდიდან გამოიყო დამატებითი თანხა, რომელიც მოხმარდება ორ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რეგიონული განვიათრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასევე გამოყო დამატებითი დაფინანსება პროექტების განსახორციელებლად და დღეს იქნება განხილვა თუ კონკრეტულად რომელი პროექტები დაფინანსდება“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს პირველი პირები ესწრებოდნენ, მხარეში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

კომენტარები გამორთულია