დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილ ოჯახებს სახლები გადაეცა

0
210

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთით კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

კომენტარები გამორთულია