დღეს ”საქართველოს ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდება

0
370

2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს 2016 წლის ოქტომბრიდან და დღეს გრანდიოზული ფინალით – „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით დასრულდება.

ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც წარადგენენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველ ქალაქებს, ქალაქ თბილისის 10 რაიონს, აფხაზეთის ა/რ სკოლებს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს – მათ შორის გამოვლინდება 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.


გაიცანით “ეტალონის” ფინალისტები ქვემო ქართლიდან. 

რუსთავს წარადგენს რუსთავის N24 სკოლის მოსწავლე სოფო ქურდაძე.

გარდაბანს წარადგენს სართიჭალის N2 სკოლის მოსწავლე თამარ პაქსაშვილი. 

მარნეულს წარადგენს კასუმლოს სკოლის მოსწავლე ელმარ ბაკიროვი. 

ბოლნისს წარადგენს კერძო სკოლა ”დავითიანი-მარინა გორშკოვას” მოსწავლე ლიკა უგრეხელიძე. 

დმანისს წარადგენს ქალაქ დმანისის N1 სკოლის მოსწავლე ანი სუბელიანი. 

წალკას წარადგენს სამების სკოლის მოსწავლე ქრისტინა საჯაია.

თეთრიწყაროს წარადგენს კოდის სკოლის მოსწავლე მარიამ ყულიაშვილი. 

კომენტარები გამორთულია