ვიქტორ სანიკიძე რუსთაველების სიძე გახდა

0
8064

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ცნობილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე დაქორწინდა. ვიქტორ სანიკიძემ და მაია ბიწაძემ ჯვარი დაიწერეს.

ვიქტორ სანიკიძე, საბერძნეთში საკალათბურთო კლუბ “არისში” თამაშობს და შესაბამისად, წლის ძირითად ნაწილს საბერძნეთში ატარებს.

ჯვრისწერის ცერემონია, სვეტიცხოველში შედგა. წყვილის მეჯვარეები, მათი მეგობრები იყვნენ.

ცნობილი კალათბურთელის და მხატვრის სიყვარული რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ოჯახის შექმნა კი, სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს.

როგორც წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, ვიქტორმა და მაიამ ერთმანეთი, კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის ცოლის მეშვეობით, გაიცნეს.

მაია ბიწაძე დედასთან, ხათუნა ოდიშარიასთან ერთად

მაია ბიწაძე ცნობილი სპორტსმენის, ამირან ბიწაძის შვილია. ბიწაძეები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან და რუსთავში ქართულ -აფხაზური კომფლიქტის შემდეგ დასახლდნენ. ამირან ბიწაძე რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური აქტიურობითაც გამოირჩეოდა.

მაია ბიწაძის მამა, ამირან ბიწაძე

 

კომენტარები გამორთულია